Friday, September 14, 2018

ლორენა კვარაცხელია


2019-2020 სასწ.წელი
თემატური გეგმა:  8 კლასი,  9 კლასი

კალენდარული გეგმა   8ა,გ  კლასი   9ბ კლასი  9გ კლასი

1-ლი სემესტრის შემაჯამებელი დავალებები:  
    
8 კლასი,  შემაჯამებლის თემატიკა:
შემაჯამებელი დავალების ანალიზი:  8ბ,გ კლასი    9 ბ.გ  კლასი 

=====================================================================
2018-2019 სასწ.წელი                                           
თემატური გეგმა:  8 კლასი11 კლასი
კალენდარული გეგმა   8 კლასი   11 კლასი
ისგ გეგმა  11 კლასი
1-ლი სემესტრი
შემაჯამებელი დავალებები:  11 კლასი    11 კლასი 1 შემაჯამებელი;     
8 კლასიშემაჯამებლის თემატიკა
შემაჯამებელი დავალების ანალიზი:  8ბ კლასი   8გ კლასი  11ა კლასი  11ბ კლასი  
მე-2  სემესტრი

შემაჯამებელი დავალების ანალიზი:  8 ბ.გ  11ა,   11ბ  კლასებში
   გაკვეთილის გეგმა                                                     30.08.2018

მასწავლებელი: ლორენა კვარაცხელია

საგანი: ქიმია
კლასი : VIII
თემა: რა არის პერიოდული სისტემა
დრო: 45 წთ.
მოსწავლეთ პროფილი:  30 მოსწავლე
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მიზანი:
·        მოსწავლე გაერკვეს პერიოდული სისტემის სტრუქტურაში. შეძლოს მისი აღწერა. მონახოს და დაახასიათოს ქიმიური ელემენტი, პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით.
·         შეძლებს პერიოდული სისტემის გამოყენებას ნებისმიერი ელემენტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
·        გამოთქვამს ვარაუდს უცნობი ელემენტის შესაძლო თვისებების შესახებ პერიოდულ სისტემაში მისი მდებარეობის მიხედვით.
·        შეძლებს ელემენტის იდენტიფიცირებას ატომბირთვში პროტონების რიცხვის მიხედვით.  
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: ქიმია VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია პერიოდული სისტემის გამოყენებით ქიმიური ელემენტების დახასიათება.
·        იყენებს პერიოდულ სისტემას ნებისმიერი ელემენტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
·        გამოთქვამს ვარაუდს უცნობი ელემენტის შესაძლო თვისებების შესახებ პერიოდულ სისტემაში მისი მდებარეობის მიხედვით.
ქიმია VIII. 11. მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებების დაკავშირება ატომის ელექტრონულ აღნაგობასთან. 
·        ელექტრონული ფორმულის საფუძველზე პოულობს ელემენტს პერიოდულ სისტემაში, გამოთქვამს მოსაზრებას ელემენტის თვისების შესახებ, ასაბუთებს თავის ვარაუდს.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
·        მოსწავლე უნდა ფლობდეს ცოდნას ატომთა ელექტრონული აგებულების პერიოდული ცვლილების შესახებ.
·        უნდა შეეძლოს ელემენტის ატომთა ელექტრონული აგებულების გამოსახვა.
ფლობდეს შემდეგ უნარებს:
·        თვალსაჩინოების გამოყენებისა და ადექვატური ინფორმაციის მოპოვების, ანალიზის, პრობლემის გადაჭრის და ვარაუდის ცდით შემოწმების.
შეფასება და თვითშეფასება:
შეფასების ტიპები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი. დანართი1, 2.
შეფასების მეთოდები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა. გამოკითხვა. ჩანაწერების გაცნობა. გასასვლელი ბილეთები (სქემა).

სასწავლო მასალა და რესურსები : სახელმძღვანელო,  პერიოდული სისტემა. ცხრილი (ინტერნეტ რესურსი ). სამუშაო ფურცლები. რეაქტივი P2 O5 ;  H 2 O. იისფერი ლაკმუსი.

აქტივობა N1 ინტერნეტ რესურსის გამოყენმებით პრაქტიკული დავალების შესრულება (10 წთ. ) ორგანიზების ფორმა - ჯგუფური.

აქტივობის მიზანი: ხელი შეეწყობა ადექვატური ინფორმაციის მოპოვების და ინტერნეტ რესურსის გამოყენებას უნარის ფორმირებას.  გაერკვევა პერიოდული სისტემის სტრუქტურაში.  დაადგენენ გარკვეულ კანონზომიერებას, რომელიც ემყარება ნაწილების გეგმაზომიერ განაწილებასა და ურთიერთკავშირს.

აქტივობის აღწერა: ვიყენებ სამეცნიერო პრაქტიკა- საკვლევი შეკითხვის დასმა და პრობლემის განსაზღვრა . ინტერნეტ რესურსი - ცხრილი ნახვის შემდეგ ვსვამ საკვლევ შეკითხვას საკუთარი დაკვირვებისა და გამოცდილების საფუძველზე .  
·        შეეცადეთ დაადგინოთ  თუნდაც ერთი ზოგადი წესი, რომლითაც ელემენტები ერთმანეთს უკავშირდება. უწოდებდით თუ არა ამ ცხრილს სისტემას? რატომ ფიქრობთ ასე?

მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს საკვლევ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. განსაზღვრავენ პრობლემას, აყალიბებენ ჰიპოთეზას.

თითოეულ ჯგუფს ეძლევა პრაქტიკული დავალება სამუშაო ფურცლებზე მოცემული შემდეგი  ინსტრუქციით:
მწკრივი შეავსეთ ურთიერთგადამკვეთი ხაზებით ისე, რომ ყოველი ელემენტი ცალკე უჯრაში მოექცეს. ვერტიკალური მწკრივი დანომრეთ ელემენტთა გარე შრეზე, ელექტრონთა რიცხვის შესაბამისად - რომაული ციფრებით, ხოლო ჰორიზონტალური -არაბული ციფრებით. შეადარეთ თქვენს მიერ შედგენილი ცხრილი პერიოდულ სისტემას.

შეფასება:  განმავითარებელი- დაკვირვება, ცხრილის ჩანაწერების გაცნობა.

აქტივობა N2  გონებრივი იერიში . (10 წთ.) ორგანიზების ფორმა - ჯგუფური.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაანალიზებენ ინფორმაციას,  და არგუმენტირებული მსჯელობით ჩამოაყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს.

 აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს სამუშაო ფურცელს, მოსწავლეები ავსებენ ამ ფურცელს- პასუხობენ მასში მოცემულ კითხვებს.  ამ აქტივობის შესრულების დროს ვიყენებ მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაციის - სამეცნიერო პრაქტიკას. მოსწავლეები აანალიზებენ ცხრილით წარმოდგენილ მონაცემებს და პასუხობენ კითხვებს პრობლემების გადასაჭრელად.
თითოეულ ჯგუფს ურიგდება ერთმანეთისგან განსხვავებული კითხვების შემცველი სამუშაო ფურცლები.

პირველი ჯგუფი:
·       რამდენი ჰორიზონტალური მწკრივია
·       მეშვიდე პერიოდი დიდია თუ მცირე (მასწავლებელი აძლევს განმარტებას რომ პერიოდული სისტემა შედგენილია გარკვეული კანონზომიერებით და ამ კანონზომიერების მიხედვით პირველი სამი მცირე პერიოდია).
·       ვერტიკალური სვეტის A რიგში უფრო მეტი ელემენტია თუ B რიგში ? ეს კანონზომიერება ვრცელდება თუ არა რვავე სვეტზე?  (გაანალიზოს პერიოდული სისტემის პირელი და მეორე ჯგუფის შემთხვევა ).

მეორე ჯგუფი:
·       რომელი ელემენტით იწყება და სრულდება მწკრივი?
·       მართებულად მიგაჩნიათ თუ არა მსჯელობა , რომ მესამე პერიოდს ეწოდება მცირე, მეოთხეს კი დიდი პერიოდი.
·       ვერტიკალური სვეტის A რიგში უფრო მეტი ელემენტია თუ B რიგში ? ეს კანონზომიერება ვრცელდება თუ არა რვავე სვეტზე?  (გაანალიზოს პერიოდული სისტემის მესამე და მეოთხე ჯგუფის შემთხვევა).

მესამე ჯგუფი:
·       დათვალეთ რამდენი ელემენტია მესამე პერიოდში, მეოთხეში და აშ.
·       დაადგინეთ პერიოდული სისტემით რამდენი მცირე და რამდენი დიდი პერიოდია ( თუ გაუჭირდათ მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს მითითებას ელემენტთა რაოდენობის მიხედვით დასკვნის გაკეთების შესახებ ).
·       ვერტიკალური სვეტის A რიგში უფრო მეტი ელემენტია თუ B რიგში ? ეს კანონზომიერება ვრცელდება თუ არა რვავე სვეტზე?  (გაანალიზოს პერიოდული სისტემის მეხუთე და მეექვსე ჯგუფის შემთხვევა).

მეოთხე ჯგუფი:
·       განმარტეთ ჯგუფის და პერიოდის მნიშვნელობა.
·       შეადგინეთ ა) ბარიუმის, ბ) ქლორის უმაღლესი ოქსიდების ფორმულები პერიოდული სისტემის მიხედვით.
·       გაიაზრეთ რა განსხვავებაა A და B ჯგუფებს შორის.
·       ვერტიკალური სვეტის A რიგში უფრო მეტი ელემენტია თუ B რიგში ? ეს კანონზომიერება ვრცელდება თუ არა რვავე სვეტზე?  (გაანალიზოს პერიოდული სისტემის მეშვიდე და მერვე ჯგუფის შემთხვევა).

ჯგუფები წარადგენენ პრეზენტაციას პლიპ ჩარტებზე და შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული და მათთვის ცნობილი კრიტერიუმების მიხედვით.
დასკვნაში მათ უნდა გამოკვეთონ, რომ ყოველ ელემენტს პერიოდულ სისტემაში აქვს თავისი ადგილი, ეს არის ჯგუფი და პერიოდი. მდებარეობის მიხედვით კი შესაძლებელია ვიმსჯელოთ ელემენტებისა და მისი ნაერთების თვისებების შესახებ.
აქტივობა N 3 კვლევითი სამუშაოს შესრულება. ( 20) ორგანიზების ფორმა - ჯგუფური.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს ნიმუშის მიხედვით კვლევითი სამუშაოს ალგორითმის შედგენას -ცხრილის სახით. მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემის ფორმულირების, ანალიზის, ჰიპოტეზის ჩამოყალიბების, პრობლემის გადაჭრის და ვარაუდის ცდით შემოწმების უნარები.
აქტივობის აღწერა:   თითოეულ ჯგუფს მაგიდაზე უდევს კვლევითი სამუშაოს ალგორითმი, სათანადო მაგალითით.
                                                                                                                                                                       ცხრილი N 1
მოქმედება
მაგალითი
1.     პრობლემის ფორმულირება
მესამე პერიოდის ელემენტს აქვს 5 სავალენტო ელექტრონი. საჭიროა განისაზღვროს რომელი ელემენტია, რა თვისებები აქვს მას.
2.     კვლევის ობიექტისა და საგნის განსაძღვრა.
კვლევის ობიექტი- ქიმიერი ელემენტი, მისი ოქსიდი.
3.     ჰიპოთეზის ჩამოყალიბება.
რადგან ელემენტი მესამე პერიოდშია, მას 3 ელექტრონული შრე აქვს, რადგან გარე შრეზე 5 ელექტრონია, მას აქვს 15 ელექტრონი, ე.ი პროტონების რიცხვი არის 15 . ეს არის ფოსპორი. ფოსფორი არამეტალია. მისი ოქსიდის ფორმულაა  P2 O5 ;  ეს ოქსიდი მჯავა ოქსიდია.
4.     ექსპერიმენტული გამოკვლევა.
იხ. N 2 ცხრილი
ექსპერიმენტული გამოკვლევით დასაბუტდა რომ ელემენტს ატომური ნომრით 15 შეესაბამება მჟავა ოქსიდი.

                                                                                                                                                                    ცხრილი N 2
რეაქტივი
ექსპერიმენტის მსვლელობა
ქიმიური რეაქციის ტოლობა
P2 O5 ;  H 2 O იისფერი ლაკმუსი

P2 O5  + H 2 O =
 მას შემდეგ რაც მოსწავლეები გაეცნობიან ალგორითმს თითოეული ჯგუფი ასრულებს დავალებას: გამოიკვლიონ ქიმიური ელემენტი, რომლის ელექტრონული აგებულებაა + 19 2, 8, 8, 1 ნამუშევარი წარმოადგინონ მათთვის უკვე ნაცნობი ცხრილის სახით.

ამ აქტივობის შესრულებისას ვიყენებ სამეცნიერო პრაქტიკას- კვლევის დაგეგმვა და ჩატარება; მოვლენებისა და პროცესების ახსნა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. გამოვიყენე „მმმ“ სტრატეგია.  ეს აქტივობა იძლევა დიფერენცირებისა და ხარაჩოს მეთოდით სწავლების შესაძლებლობას. ხელი შეეწყო მოსწავლეებში კვლევის უნარების ფორმირებას. 

აქტივობა N 4    გასასვლელი ბილეთები (განმავითარებელი შეფასება) (5 წთ.)




3 რა, რაც კარგად გავიაზრე



2 რამ რასაც გამოვიყენებ პრაქტიკაში



1 რამ რაც დამრჩა გასარკვევი


გაკვეთილების ბოლოს მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბილეთებს სადაც მოკლედ აყალიბებენ თავიანთ მოსაზრებებს.




კვლევითი უნარის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა: დანართი 1
1-5 ქულა
6-8 ქულა
9-10 ქულა
არ შეუძლია ან უჭირს ელემენტის მოძებნა პერიოდულ სისტემაში, არ შეუძლია ივარაუდოს მისი ელექტრონული აგებულება და თვისებები.
შეუძლია ელემენტის მოძებნა პერიოდულ სისტემაში (მაგ. ატომური ნომრის მიხ), პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით გამოტქვამს ვარაუდს ატომის ელექტრონულ აგებულებასა და მის თვისებებს შორის კავშირის შესახებ. უჭირს ვარაუდით ცდის შემოწმება.
შეუძლია ელემენტის მოძებნა პერიოდულ სისტემაში ელემენტის ელექტრონული აგებულების მიხედვით და პირიქიტ ვარაუდობს ამ ელემენტის და მისი ნაერთების თვისებებს. ანსხვავებს კვლევის ობიექტსა და კვლევის საგანს. გამოაქვს დასკვნა. ამოწმებს ვარაუდს ცდით.
უჭირს საჭირო რეაქტივებისა და აღჭურვილობის შერჩევა ცდის ჩასატარებლად.
არჩევს საჭირო რეაქტივებს და აღჭურვილობას ცდის ჩასატარებლად, მაგრამ მისი მოქმედებები ცდის ჩატარებისას ყოველთვის თანმიმდევრული არ არის, იცავს უსაფრთხოების წესებს.
არჩევს საჭირო რეაქტივებსა და აღჭურვილობას ცდის ჩასატარებლად,  მისი მოქმედებები ცდის ჩატარებისას თანმიმდევრული და გააზრებულია, იცავს უსაფრთხოების წესებს.



განმავითარებელი შეფასების რუბრიკა:   მაქსიმალური ქულა 16.                        დანართი N2
კრიტერიუმი
არადამაკმოყო-
ფილებელი 1( ქულა)
დამაკმაყოფილებელი
2(ქულა)
კარგი 3 (ქულა)
ძალიან კარგი 4 (ქულა)
მზაობა
ვერ ავლენს დავალებაში წარმოდგენილი მასალის ცოდნას
ნაწილობრივ ავლენს დავალებაში წარმოდგენილი მასალის ცოდნას
კარგად  ავლენს დავალებაში წარმოდგენილი მასალის ცოდნას
სრულად ავლენს დავალებაში წარმოდგენილი მასალის ცოდნას
მონაწილეობა
არ მონაწილეობს აქტივობებში, ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად
იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ძოგიერთ აქტივობაში, ძირითადად პასიური მსმელენია.
აქტიურად მონაწილეობს შეაქვს წვლილი აქტივობების უმავლესობაში.
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ყველა  აქტივობაში.
თანამშრომლობა
არ ან ძალიან იშვიათად თნამშრომლობს, ჯგუფებში მუშაობის დროს; არ სცემს პატივს სხვების მოსაზრებებს.
იშვიათად თნამშრომლობს, ჯგუფებში მუშაობის დროს; გამოხატავს პატივისცემას სხვების მიმართ.
ხშირად თნამშრომლობს, ჯგუფებში მუშაობის დროს; გამოხატავს პატივისცემას სხვების მიმართ.
ყოველთვის თნამშრომლობს, ჯგუფებში მუშაობის დროს;
გამოხატავს პატივისცემას სხვების მიმართ.




                                                           გაკვეთილის   გეგმა
მასწავლებელი:                    ლორენა   კვარაცხელია
საგანი:    ქიმია
კლასი:     XI
თემა:   ამინები
დრო: 45  წუთი
მოსწავლეთა  პროფილი:   33 მოსწავლე          სსსმ მოსწავლე  არ არის.      
გაკვეთილის  მიზანი:    მოიპოვოს ინფორმაცია  ამინების ფუნქციური ჯგუფის,სახელწოდების  შედგენისა  და იზომერების შესახებ.მიზეზ-შედეგობრივად    დააკავშიროს   თვისებები   ფუნქციური ჯგუფის არსებობასთან.ქიმიური რეაქციის   ტოლობით  ასახოს ამინების ქიმიური თვისებები და  მიღების  ხერხები.იმსჯელოს მნიშვნელოვანი  ამინების  გამოყენების შესახებ.
ეროვნული  სასწავლო  გეგმის  სტანდარტი:ქიმია.XI.5. მოსწავლეს  შეუძლია  ორგანული  ნაერთების   დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.

·        აკავშირებს  ორგანული ნაერთების  თვისებებს მათ შედგენილობაში შემავალ ფუნქციურ ჯგუფთან;   
·        აკავშირებს ორგანულ   ნაერთთა უმნიშვნელოვანეს თვისებებს მათ გამოყენებასთან;
·        ქმნის   ნახშირწყალბადების   და  მათი   ფუნქციური ნაწარმების  მოლეკულურ   და  სტრუქტურულ  მოდელებს ნახშირბადის ატომში  ელექტრონული   ორბიტალების ჰიბრიდიზაციის გათვალისწინებით.იყენებს მათ ორგანულ ნაერთთა კლასებს შორის  ურთიერთკავშირის დამადასტურებელი ქიმიური  გარდაქმნების და  მათი მექანიზმების   დემონსტრირებისათვის; 
·        ორგანული ნაერთების სპეციფიკურ თვისებებს ხსნის მათ მოლეკულაში შემავალ ატომთა ან ატომთა ჯგუფების  ურთიერთგავლენით;ა     
საჭირო  წინარე  ცოდნა  და  უნარ-ჩვევები: აზოტშემცველი ორგანული ნაერთები (ამიაკი,მისი ფუძე თვისებები, ნიტრონაერთები.იზომერიის სახეები. ორგანული ნაერთების მოლეკულაში ატომთა ჯგუფების ურთიერთგავლენა.
უნარ-ჩვევები:ინფორმაციის გადამუშავების, მასში მთავრისა და მეორეხარისხოვანის გამოყოფის,ანალიზის, სინთეზის, დასკვნის გამოტანის , ქიმიური რეაქციების ადექვატურად გამოსახვის უნარების ფორმირება და განვითარება.
შეფასება : განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი.
 შეფასების მეთოდები: გასაუბრება; მოსწავლეთა ჩანაწერების გაცნობა; დაკვირვება;
სასწავლო  მასალა და რესურსები:   სახელმძღვანელო.  დიდი ფორმატის ქაღალდი-1ცალი. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების  რუბრიკა.
აქტივობა  N 1
აქტივობის  მიზანი:   მოსწავლე სახელმძღვანელოდან პოულობს ინფორმაციას ამინების ფუნქციური ჯგუფის , სახელწოდების შედგენისა და იზომერების შესახებ.
აქტივობის  აღწერა:  მასწავლებელი სამოტივაციოდ იყენებს პარაგრაფის სამოტივაციო მასალას. მოსწავლეები სახელმძღვანელოდან  ინდივიდუალურად ამუშავებენ ინფორმაციას-- ამინების ფუნქციური ჯგუფია სახელწოდებისა და იზომერების შესახებ. მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს და აძლევს განმავითარებელ კომენტარს.
                                                                                                                         (     3 წთ)


აქტივობა  N 2
აქტივობის  მიზანი: მოსწავლე ჯგუფში მიზეზ-შედეგობრივად აკავშირებს ფუნქციური ჯგუფის არსებობასთან თვისებებს.
აქტივობის  აღწერა:  მოსწავლეები ჯგუფში სახელმძღვანელოდან მიზნობრივად შერჩეულ დავალებებს ასრულებენ (  აკავშირებენ ფუნქციური ჯგუფის  არსებობასთან თვისებებს)
                                                                                                       (  5 წთ
აქტივობა  N 3
აქტივობის  მიზანი:  მოსწავლე ქიმიური რეაქციის ტოლობით ასახავს ამინების ქიმიური თვისებების და მიღების ხერხებს  სამუშაო რვეულში.
აქტივობის  აღწერა:  მოსწავლეები სამუშაო რვეულში ქიმიური რეაქციის ტოლობით ასახავენ ამინების თვისებების და მიღების ხერხებს.  დისკუსიაში მონაწილეობს მთელი კლასი. მასწავლებელი მოსწავლეებს უთითებს სახელმძღვანელოს გამოყენებით ზოგადი ტოლობის შესაბამისად შეადგინონ რეაქციათა ტოლობები ეთილამინის მონაწილეობით. მოსწავლეების მიერ ამ დავალების შესრულების პროცესში მასწავლებელი ჩამოივლის მერხებს შორის შეამოწმებს ვინ როგორ გაართვა თავი დავალებას. ეცნობა მოსწავლეთა ჩანაწერებს.
                                                                                                         (  8 წთ.)

აქტივობა  N 4
აქტივობის  მიზანი: მოსწავლე მსჯელობს ამინების გამოყენებაზე. დამოუკიდებლად ეცნობა ამინების იზომერიასა და ნომენკლატურას, ასრულებს შიდა ტექსტურ  დავალებას  ჯგუფის წევრებთან ერთად.
აქტივობის  აღწერა:  ჯგუფში  მოსწავლეები მოქმედებენ სტრატეგიის ,, მოზაიკა“  ფარგლებში,  მსჯელობენ ამინების გამოყენებაზე, ეცნობიან ამინების  იზომერიასა და ნომენკლატურას, ასრულებენ სახელმძღვანელოდან შიდა ტექსტურ დავალებას. მასწავლებელი ფორმატზე აფიქსირებს თემის ძირითად ასპექტებს-- ჭრის მოზაიკას და ყოველ ჯგუფს ურიგებს თითო ნაჭერს, ეს ,,ნაჭერი“ იმოძრავებს ჯგუფებს შორის, რათა ყველა ჯგუფმა შეძლოს თითოეულ ,,ნაჭერზე“ მუშაობა.
  მოსწავლეებმა ,, ნაჭრის“ უკანა მხარეს უნდა დაწერონ რაიმე მოცემული ასპექტის შესახებ, რაც ,,ნაჭრის“ წინა მხარესაა მითითებული, თუ უკვე შევსებულია , დაასაბუთონ ,რომ ეს ასპექტი ამოწურულია. შემდეგ ხდება თითოეულ ასპექტზე მსჯელობა და მათი გამთლიანება ერთ მთლიან თემად.
                                                                                                             (23 წთ)
                                                                                                                                                                          
აქტივობა  N 5
აქტივობის  მიზანი:  მოსწავლე სრულყოფილად ამჟღავნებს სახელმძღვანელოდან წაკითხული მასალის ცოდნას, გამოთქვამს ვარაუდებს თვისებების შესახებ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინებით, იყენებს სათანადო სტრატეგიას მასალის სისტემატიზებისათვის.
აქტივობის  აღწერა: მასწავლებელი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკის გამოყენებით აძლევს მოსწავლეებს  განმავითარებელ რეკომენდაციებს. განმსაზღვრელი შეფასებით კი აფასებს იმ მოსწავლეებს ,რომლებიც დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ.                               7 წთ)

აქტივობა  N 6
აქტივობის  მიზანი:  საშინაო დავალება . მოსწავლემ გაკვეთილზ ე მიღებული ინფორმაციის გამოყენებით შეასრულოს სახელმძღვანელოს პარაგრაფის ბოლოს 2 სავარჯიშო.
აქტივობის  აღწერა:  მოსწავლეები სახლში, მიღებული ცოდნის საფუძველზე ,შეადგენენ პროპილეთილამინის იზომერების სტრუქტურულ ფორმულებს და ნივთიერებებს განალაგებენ ფუძე თვისებების ზრდის მიხედვით.
                                                                                      2 წთ)



                                შეფასების  განმავითარებელი   რუბრიკა
კრიტერიუმი
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
ჩართულობა
არ მონაწილეობს აქტივობებში, ან მონაწილეობს იშვიათად
იშვიათად მონაწილეობს აქტივობებში და შეაქვს ზოგიერთ აქტივობაში წვლილი.
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში .
აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა აქტივობაში
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს , ან თანამშრომლობს იშვიათად თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს.
იშვიათად თანამშრომლობს , თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს
ხშირად თანამშრომლობს , თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს
ყოველთვის თანამშრომლობს , თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს


                                          განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
1-5 ქ
6-8 ქ
9-10ქ
ინფორმაციის გააზრება
უჭირს ან არ შეუძლია ინფორმაციის ადექვატური გააზრება
 შეუძლია ინფორმაციის  გადამუშავება.
წარმატებიტ შეუძლია ინფორმაციის  გადამუშავება და გააზრება
მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა
უჭირს ( ან არ შეუძლია ) მიზეზ-შედეგობრივად დაუკავშიროს ქიმიური თვისებები ფუნქციური ჯგუფის არსებობას.
შეუძლია მიზეზ-შედეგობრივად დაუკავშიროს ქიმიური თვისებები მოლეკულაში ფუნქციური ჯგუფის არსებობას, შეუძლია ქიმიური რეაქციებით ასახოს ქიმიური თვისებები და მიღების ხერხები მცირე ხარვეზებით.
ზედმიწევნით შეუძლია მიზეზ-შედეგობრივად დაუკავშიროს ქიმიური თვისებები მოლეკულაში ფუნქციური ჯგუფის არსებობას.
ზედმიწევნით  შეუძლია ქიმიური რეაქციებით ასახოს ქიმიური თვისებები და მიღების ხერხები .