2019-2020 სასწ.წელი
=====================================================================
2018-2019 სასწ.წელი
ისგ გეგმა 11 კლასი
გაკვეთილის გეგმა 30.08.2018
მასწავლებელი: ლორენა კვარაცხელია
|
საგანი: ქიმია
|
კლასი : VIII
|
თემა: რა არის პერიოდული სისტემა
|
დრო: 45 წთ.
|
მოსწავლეთ პროფილი: 30 მოსწავლე
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის. |
|
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლე გაერკვეს პერიოდული
სისტემის სტრუქტურაში. შეძლოს მისი აღწერა. მონახოს და დაახასიათოს ქიმიური ელემენტი,
პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით.
·
შეძლებს პერიოდული სისტემის გამოყენებას ნებისმიერი
ელემენტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
·
გამოთქვამს ვარაუდს უცნობი
ელემენტის შესაძლო თვისებების შესახებ პერიოდულ სისტემაში მისი მდებარეობის მიხედვით.
·
შეძლებს ელემენტის იდენტიფიცირებას
ატომბირთვში პროტონების რიცხვის მიხედვით.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: ქიმია VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია პერიოდული სისტემის გამოყენებით
ქიმიური ელემენტების დახასიათება.
·
იყენებს პერიოდულ სისტემას
ნებისმიერი ელემენტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
·
გამოთქვამს ვარაუდს უცნობი
ელემენტის შესაძლო თვისებების შესახებ პერიოდულ სისტემაში მისი მდებარეობის მიხედვით.
ქიმია VIII. 11. მოსწავლეს
შეუძლია ნივთიერებათა თვისებების დაკავშირება ატომის ელექტრონულ აღნაგობასთან.
·
ელექტრონული ფორმულის
საფუძველზე პოულობს ელემენტს პერიოდულ სისტემაში, გამოთქვამს მოსაზრებას ელემენტის
თვისების შესახებ, ასაბუთებს თავის ვარაუდს.
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
·
მოსწავლე უნდა ფლობდეს ცოდნას
ატომთა ელექტრონული აგებულების პერიოდული ცვლილების შესახებ.
·
უნდა შეეძლოს ელემენტის
ატომთა ელექტრონული აგებულების გამოსახვა.
ფლობდეს შემდეგ უნარებს:
·
თვალსაჩინოების გამოყენებისა და
ადექვატური ინფორმაციის მოპოვების, ანალიზის,
პრობლემის გადაჭრის და ვარაუდის ცდით შემოწმების.
|
|
შეფასება და თვითშეფასება:
შეფასების ტიპები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
დანართი1, 2.
შეფასების მეთოდები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასების რუბრიკა. გამოკითხვა. ჩანაწერების გაცნობა. გასასვლელი ბილეთები (სქემა).
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები : სახელმძღვანელო, პერიოდული სისტემა. ცხრილი (ინტერნეტ რესურსი
). სამუშაო ფურცლები. რეაქტივი P2 O5 ; H 2
O. იისფერი ლაკმუსი.
|
აქტივობა N1
ინტერნეტ რესურსის გამოყენმებით პრაქტიკული დავალების შესრულება (10 წთ. ) ორგანიზების
ფორმა - ჯგუფური.
აქტივობის მიზანი:
ხელი შეეწყობა ადექვატური ინფორმაციის მოპოვების და ინტერნეტ რესურსის გამოყენებას
უნარის ფორმირებას. გაერკვევა პერიოდული
სისტემის სტრუქტურაში. დაადგენენ გარკვეულ
კანონზომიერებას, რომელიც ემყარება ნაწილების გეგმაზომიერ განაწილებასა და ურთიერთკავშირს.
აქტივობის აღწერა:
ვიყენებ სამეცნიერო პრაქტიკა- საკვლევი შეკითხვის დასმა და პრობლემის განსაზღვრა
. ინტერნეტ რესურსი - ცხრილი ნახვის შემდეგ ვსვამ საკვლევ შეკითხვას საკუთარი დაკვირვებისა
და გამოცდილების საფუძველზე .
·
შეეცადეთ დაადგინოთ თუნდაც ერთი ზოგადი წესი, რომლითაც ელემენტები
ერთმანეთს უკავშირდება. უწოდებდით თუ არა ამ ცხრილს სისტემას? რატომ ფიქრობთ ასე?
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს საკვლევ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად.
განსაზღვრავენ პრობლემას, აყალიბებენ ჰიპოთეზას.
თითოეულ ჯგუფს ეძლევა პრაქტიკული დავალება სამუშაო ფურცლებზე მოცემული
შემდეგი ინსტრუქციით:
მწკრივი შეავსეთ ურთიერთგადამკვეთი ხაზებით ისე, რომ ყოველი ელემენტი
ცალკე უჯრაში მოექცეს. ვერტიკალური მწკრივი დანომრეთ ელემენტთა გარე შრეზე, ელექტრონთა
რიცხვის შესაბამისად - რომაული ციფრებით, ხოლო ჰორიზონტალური -არაბული ციფრებით.
შეადარეთ თქვენს მიერ შედგენილი ცხრილი პერიოდულ სისტემას.
შეფასება:
განმავითარებელი- დაკვირვება, ცხრილის ჩანაწერების
გაცნობა.
აქტივობა
N2 გონებრივი იერიში
. (10 წთ.) ორგანიზების ფორმა - ჯგუფური.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაანალიზებენ ინფორმაციას, და არგუმენტირებული მსჯელობით ჩამოაყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
აძლევს მოსწავლეებს სამუშაო ფურცელს, მოსწავლეები ავსებენ ამ ფურცელს- პასუხობენ
მასში მოცემულ კითხვებს. ამ აქტივობის
შესრულების დროს ვიყენებ მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაციის - სამეცნიერო პრაქტიკას.
მოსწავლეები აანალიზებენ ცხრილით წარმოდგენილ მონაცემებს და პასუხობენ კითხვებს პრობლემების
გადასაჭრელად.
თითოეულ ჯგუფს ურიგდება ერთმანეთისგან განსხვავებული
კითხვების შემცველი სამუშაო ფურცლები.
პირველი ჯგუფი:
· რამდენი ჰორიზონტალური მწკრივია
· მეშვიდე პერიოდი დიდია თუ მცირე (მასწავლებელი აძლევს
განმარტებას რომ პერიოდული სისტემა შედგენილია გარკვეული კანონზომიერებით და ამ კანონზომიერების
მიხედვით პირველი სამი მცირე პერიოდია).
· ვერტიკალური სვეტის A
რიგში უფრო მეტი ელემენტია თუ B რიგში ? ეს კანონზომიერება ვრცელდება თუ არა რვავე
სვეტზე? (გაანალიზოს პერიოდული სისტემის
პირელი და მეორე ჯგუფის შემთხვევა ).
მეორე ჯგუფი:
· რომელი ელემენტით იწყება და სრულდება მწკრივი?
· მართებულად მიგაჩნიათ თუ არა მსჯელობა , რომ მესამე
პერიოდს ეწოდება მცირე, მეოთხეს კი დიდი პერიოდი.
· ვერტიკალური სვეტის A
რიგში უფრო მეტი ელემენტია თუ B რიგში ? ეს კანონზომიერება ვრცელდება თუ არა რვავე
სვეტზე? (გაანალიზოს პერიოდული სისტემის
მესამე და მეოთხე ჯგუფის შემთხვევა).
მესამე ჯგუფი:
· დათვალეთ რამდენი ელემენტია მესამე პერიოდში, მეოთხეში
და აშ.
· დაადგინეთ პერიოდული სისტემით რამდენი მცირე და რამდენი
დიდი პერიოდია ( თუ გაუჭირდათ მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს მითითებას ელემენტთა
რაოდენობის მიხედვით დასკვნის გაკეთების შესახებ ).
· ვერტიკალური სვეტის A
რიგში უფრო მეტი ელემენტია თუ B რიგში ? ეს კანონზომიერება ვრცელდება თუ არა რვავე
სვეტზე? (გაანალიზოს პერიოდული სისტემის
მეხუთე და მეექვსე ჯგუფის შემთხვევა).
მეოთხე ჯგუფი:
· განმარტეთ ჯგუფის და პერიოდის მნიშვნელობა.
· შეადგინეთ ა) ბარიუმის, ბ) ქლორის უმაღლესი ოქსიდების
ფორმულები პერიოდული სისტემის მიხედვით.
· გაიაზრეთ რა განსხვავებაა A და B ჯგუფებს შორის.
· ვერტიკალური სვეტის A
რიგში უფრო მეტი ელემენტია თუ B რიგში ? ეს კანონზომიერება ვრცელდება თუ არა რვავე
სვეტზე? (გაანალიზოს პერიოდული სისტემის
მეშვიდე და მერვე ჯგუფის შემთხვევა).
ჯგუფები
წარადგენენ პრეზენტაციას პლიპ ჩარტებზე და შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული და
მათთვის ცნობილი კრიტერიუმების მიხედვით.
დასკვნაში
მათ უნდა გამოკვეთონ, რომ ყოველ ელემენტს პერიოდულ სისტემაში აქვს თავისი ადგილი,
ეს არის ჯგუფი და პერიოდი. მდებარეობის მიხედვით კი შესაძლებელია ვიმსჯელოთ ელემენტებისა
და მისი ნაერთების თვისებების შესახებ.
აქტივობა N 3
კვლევითი სამუშაოს შესრულება. ( 20) ორგანიზების ფორმა
- ჯგუფური.
აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ნიმუშის მიხედვით კვლევითი სამუშაოს ალგორითმის შედგენას -ცხრილის სახით. მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემის ფორმულირების, ანალიზის, ჰიპოტეზის ჩამოყალიბების, პრობლემის გადაჭრის და ვარაუდის ცდით შემოწმების უნარები.
აქტივობის აღწერა:
თითოეულ ჯგუფს მაგიდაზე უდევს კვლევითი
სამუშაოს ალგორითმი, სათანადო მაგალითით.
ცხრილი N 1
ცხრილი N 2
მას
შემდეგ რაც მოსწავლეები გაეცნობიან ალგორითმს თითოეული ჯგუფი ასრულებს დავალებას:
გამოიკვლიონ ქიმიური ელემენტი, რომლის ელექტრონული აგებულებაა + 19 2, 8, 8, 1 ნამუშევარი წარმოადგინონ
მათთვის უკვე ნაცნობი ცხრილის სახით.
ამ აქტივობის შესრულებისას ვიყენებ სამეცნიერო პრაქტიკას-
კვლევის დაგეგმვა და ჩატარება; მოვლენებისა და პროცესების ახსნა და პრობლემების გადაჭრის
გზების ძიება. გამოვიყენე „მმმ“ სტრატეგია. ეს აქტივობა იძლევა დიფერენცირებისა და ხარაჩოს
მეთოდით სწავლების შესაძლებლობას. ხელი შეეწყო მოსწავლეებში კვლევის უნარების ფორმირებას.
აქტივობა N 4 გასასვლელი ბილეთები (განმავითარებელი შეფასება) (5 წთ.)
გაკვეთილების ბოლოს მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ
ბილეთებს სადაც მოკლედ აყალიბებენ თავიანთ მოსაზრებებს.
კვლევითი უნარის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა: დანართი 1
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა: მაქსიმალური
ქულა 16. დანართი N2
გაკვეთილის
გეგმა
შეფასების
განმავითარებელი რუბრიკა
განმსაზღვრელი
შეფასების რუბრიკა
|
No comments:
Post a Comment